ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეთა ქცევის კოდექსის სამუშაო ვერსიის განხილვა მოეწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  და საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა  მოსწავლეთა  ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტის განხილვის მიზნით.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გია მამულაშვილი  და ცენტრის თანამშრომლები.

სასწავლო პროცესში მონაწილე მხარეებს შორის ეთიკურად მიზანშეწონილი და საზოგადოებრივად გამართლებული ურთიერთობების დამკვიდრება სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის აუცილებელია. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება მასწავლებელთა პროფესიული, მოსწავლეთა ქცევისა და  სკოლების დირექტორთა ეთიკის კოდექსები, რომლებიც სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება. 

მოსწავლის ქცევის კოდექსი მოიცავს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. მოსწავლის ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი  გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს  ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას. კოდექსი ემსახურება მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს  დამკვიდრებას.

მოსწავლეთა  ეთიკის კოდექსზე სამუშაო შეხვედრები უკვე მოეწყო სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებთან და იმისთვის, რომ ეთიკის კოდექსმა სრულყოფილი სახე მიიღოს  ანალოგიური  სამუშაო შეხვედრები მრჩეველთა საბჭოსთან, დარბაზის წევრებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან და საზოგადოების სხვა წევრებთნ მომავალშიც  მოეწყობა.  მათი შენიშვნები და შეხედულებები ეთიკის კოდექსის საბოლოო ვარიანტში იქნება გათვალისწინებული.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე