ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის 207-ე საჯარო სკოლისა და ანსამბლ ”მგზავრების’” გუნდებმა ფეხბურთში იასპარეზეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შსს პოლიციის აკადემიის მხარდაჭერით, თბილისის 207-ე საჯარო სკოლისა და ანსამბლ ”მგზავრების” გუნდებს შორის ფეხბურთში შეჯიბრება გაიმართა. ამხანაგური შეხვედრის  ბოლოს ”მგზავრებმა” კონცერტი გამართეს. ღონისძიებას განთლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შსს პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე დაესწრნენ.

207-ე საჯარო სკოლის ფეხბურთის ნაკრებმა, გასულ წელს, შინაგან საქმეთა  სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, თბილისის სკოლებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატში გაიმარჯვა.  ასპარეზობის  პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად გადასცა  ჯილდოები.

11 ივლისს 207-ე სკოლის გუნდს გლდანის სხვა სკოლების მოსწავლეები გულშემატკივრობდნენ. შეხვედრის შემდეგ ბავშვებმა პოლიციის აკადემია დაათვალიერეს, გაეცნენ როგორ მიმდინარეობს აკადემიაში მანდატურთა გადამზადების  პროცესი.

ანალოგიური ერთობლივი ღონისძიებები და სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების განხორციების პროცესში სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია.  შსს პოლიციის აკადემიაში მოწყობილმა ამ კონკრეტულმა ღონისძიებამ მოზართა დიდი მოწონება დაიმსახურა. ასეთი შეხვედრები, სწავლასთან ერთად, მომავალში ხელს შეუწყობს სპორტით მათ დაინტერესებას.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე