ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაო შეხვედრა პირველი კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, პირველი კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ როგორც სამეცნიერო წრეების ღვაწლმოსილი წარმომადგენლები, ასევე სკოლების დირექტორები, პედაგოგები, განათლების ექსპერტები და სპეციალისტები. სამინისტროს მხრიდან შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე,  ბ-ნი ნოდარ სურგულაძე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი, ქ-ნი ნათია ჯოხაძე, ამავე ცენტრის ჰუმანიტარული მიმართულების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სამუშაო ჯგუფის წევრები საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედ  პირველი კლასის ყველა სახელმძღვანელოს გაეცნენ, განიხილეს მათი შედგენის მეთოდური თუ შინაარსობრივი პრინციპები. დარგის მეცნიერებმა იმსჯელეს ი. გოგებაშვილის ”დედაენის”,   ასევე გოგებაშვილის პრინციპებზე აგებული და ალტერნატიული მეთოდოლოგიური მიდგომით შედგენილი სახელმძღვანელოების მიზანშეწონილობის შესახებ საგანმანათლებლო სივრცეში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე