ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

2010 წლის 10 ივნისს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განათლების  და მეცნიერების სამინისტრო უხეშად ერევა პროფკავშირის საქმიანობაში. ამასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს და პროფკავშირების საქმიანობაში სამინისტროს მხრიდან არანაირ ჩარევას არ ჰქონია ადგილი.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებლის ხელფასიდან რომელიმე პროფკავშირს გადაურიცხოს საწევრო გადასახადი, უნდა არსებობდეს მასწავლებლის წერილობითი თანხმობა და სკოლასა და პროფკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადარიცხვა, რომელიც ხორციელდება აღნიშნული მოთხოვნების დაცვის გარეშე, წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა სკოლებსა და პროფკავშირებს, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ არსებული პრაქტიკა.

ამჟამად საქართველოში მოქმედებს 10-ზე მეტი პროფკავშირი, რომლებიც, გარდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისა, პასუხისმგებლობით მოეკიდნენ კანონის მოთხოვნებს და დაიწყეს კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლა. სამწუხაროდ,  საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, ნაცვლად კანონის მოთხოვნების შესრულებისა და შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისა, ავრცელებს ყოვლად აბსურდულ ინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალს სდებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კანონის უზენაესობა არის სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტური ღირებულება და უმთავრესი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო ძალისხმევას არ დაიშურებს მასწავლებელთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე