ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინოვაციო ცენტრი გაიხსნა

სკოლების კომპიუტერიზაციისა და თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინოვაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ცენტრი მომავლის საკლასო ოთახის მოდელს წარმოადგენს, სადაც წარმოდგენილია უახლესი ტექნიკის ნიმუშები: ინტერაქტიული ელექტრონული დაფა, კომპიუტერები, ლეპტოპები, პროექტორები. HP-ის წარმოების ტექნიკა სამინისტროს  კომპანიამ იუ-ჯი-თი (UGT) მოაწოდა.

ინტერაქტიური ელექტრონული დაფა ნოვაციაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. დაფას უნიკალური  შესაძლებლობები გააჩნია. მასზე ყველა მოქმედება ელექტრონულად ხორციელდება, გამოიყენება ნებისმიერი საგნის სწავლების პროცესში, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას დაფა ვირტუალური ლაბორატორიის ფუნქციას იძენს. იგი კომპიუტერთანაა დაკავშირებული და ნებისმიერ მოქმედებას რაც მასზე ხორციელდება კომპიუტერი იმახსოვრებს.

მასწავლებელს ელექტრონული დაფის გამოყენებით  შესაძლებლობა ექნება მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტაროს, მოსწავლეები დისტანციური მართვის პულტების დახმარებით დააფიქსირებენ პასუხების თავიანთ ვარიანტებს. თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენება  მნიშვნელოვნად ამარტივებს და ადვილად დაძლევადს  ხდის სწავლა-სწავლების პროცესს.

საინოვაციო ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება შეხვედრები და სემინარები მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანი იქნება აღნიშნული ტექნიკის სწავლების პროცესში გამოყენების მეთოდების გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის, რათა სასწავლო პროცესი უფრო ინტერაქტიული და საინტერესო გახდეს.

განთავსებული ტექნიკის სიახლეები მომავალში სკოლებში გადაინაცვლებს და ცენტრი ახალი ექსპონატებით შეივსება, პროცესს სისტემატიური ხასიათი მიეცემა. ყოველი სიახლე, რისი დანერგვაც სკოლებში გადაწყდება, ჯერ საინოვაციო ცენტრში განთავსდება და მას სამინისტროში მოსული ნებისმიერი სტუმარი გაეცნობა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე