ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების  რეაბილიტირებული სკოლა გახსნა.  სკოლას მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და პროფესიული განვითარების კურსის გასავლელად პირველი მსმენელებიც მიიღო. ესენია: 15 აზერბაიჯანელი და 15 სომეხი ეროვნების საჯარო მოხელე, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან სხვადასხვა რაიონის (გარდაბანი, ბოლნისი, მარნეული, რუსთავი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა) მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში.  ისინი  2010 წლის ზაფხულში ქართული და ინგლისური ენების სწავლების კურსსა და  ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ადამიანური რესურსების მართვის კურსებს გაივლიან.

“ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა” 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანია არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლა, არაქართულენოვანი მოსახლეობის ერთიან სამოქალაქო სივრცეში ინტეგრირება. ასევე,  ჩვენი ქვეყნის რეგიონების მმართველობისა და თვითმმართველობის დაწესებულებებში მართვის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხის ამაღლება, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება.

ჟვანიას სკოლა მაღალმთიანი, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ  და კონფლიქტის ზონების რეგიონების მოქმედ ან პოტენციურ საჯარო მოხელეებს   რამდენიმე მიმართულების მოკლევადიან და გრძელვადიან საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პროგრამებით გადაამზადებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე