ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პირველი რეგიონული სამიტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და განათლების აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში დაიწყეს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. რიგით მეორე რეგიონალური აკადემიური სამიტი ჩატარდება 16 ივნისს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე  “დასაქმების შესაძლებლობა”. აკადემიურ სამიტს გახსნის თელავის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სულგულაძე და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე. აკადემიურ სამიტზე პრეზენტაციას გააკეთებენ პატრიკ იუნგი,  გერმანული ბიზნესს ასოციაციიდან და ანტუან ბაღდონი, საქართველოში ფრანგული ბიზნეს საბჭოდან. სამიტის შემდეგ 16-18 ივნისს იგივე თემაზე გაიმართა სემინარები, რომლებსაც ჩაატარებს რეიმსის უნივერსტეტში სამაგისტრო პროგრამის “ევროპული და საერთაშორისო სწავლებანი”-ს დირექტორი და საკანონმდებლო აქტების კომისიის პრეზიდენტი პროფესორი ტიერი კომი. მოწვეული ექსპერტი მონაწილეებს გააცნობს ფრანგულ გამოცდილებას აღნიშნულ თემატიკაზე. 30-ზე მეტი წარმომადგენელი უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებიდან არის დარეგისტრირებული ზემოთ აღნიშნულ სემინარებზე დასასწრებად.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე