ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა დაფუძნდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ენიგმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა  და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს შორის, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის  დაფუძნებისა და  თანამშრომლობის შესახებ  შეთანხმებას  მოაწერეს ხელი. 

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ ატესტატს, რომელიც მათ მისცემს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში.

თავდაპირველად გაიხსნება საბავშვო ბაღი, მოსამზადებელი ჯგუფი და დაწყებითი სკოლის პირველი კლასი გერმანელი, ქართველი და უცხოელი ბავშვებისათვის. გერმანელი მასწავლებლები ასწავლიან ყველაზე თანამედროვე გერმანული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელსაც დაემატება ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორია. ამ საგნებს ქართველი მასწავლებლები ქართულ ენაზე ასწავლიან.

მოსწავლეები პირველი კლასიდანვე ასევე ისწავლიან ინგლისურ ენას. გერმანული ენა, რომელიც მსოფლიოს 125 მილიონი ადამიანისთვის პირველი, თუ მეორე სასაუბრო ენაა, მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ენათა რიცხვს მიეკუთვნება. ევროკავშირის 495 მილიონიანი მოსახლეობიდან 100 მილიონი, ე. ი. ყოველი მეოთხე ევროპელი, საუბრობს გერმანულ ენაზე. გერმანული ენა ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში: გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინში, ლუქსემბურგში, იტალიასა და ბელგიაში ოფიციალურ ენას წარმოადგენს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ ვებგვერდი: www.deutscheschule.ge

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე