ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პედაგოგთა შემცირება არ იგეგმება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგთა შესაძლო განთავისუფლების თაობაზე  გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მინისტრის განცხადებით ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია  თითქოს სამინისტრო პედაგოგთა მასობრივ შემცირებას გეგმავს  - ”მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარი მასწავლებელთა შემცირება არ იგეგმებოდა,  არ იგეგმება  და არ შეიძლება დაიგეგმოს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ გვაქვს მასწავლებელთა დეფიციტი და  ამის გამო ავამოქმედეთ პროგრამა  - ასწავლე  საქართველოსთან ერთად” - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მინისტრი  ასევე გამოეხმაურა ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სამინისტროს მხრიდან იყო მითითება სკოლაში დარჩეს მხოლოდ 18 საათის მქონე პედაგოგი, ამ ინფორმაციასაც  დიმიტრი შაშკინმა სიცრუე უწოდა და განმარტა, რომ სამინისტროს ერთადერთი თხოვნა   სკოლის დირექტორების მიმართ იყო - სამართლიანად  გადაენაწილებიათ მასწავლებელთათვის საათები, რომლის რაოდენობაზეცაა  პედაგოგთა ხელფასები დამოკიდებული.  სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს საშტატო  განრიგის დამტკიცება და სამინისტროს თხოვნაა შეძლებისდაგვარად მოხდეს პედაგოგთათვის   სრული განაკვეთის შევსება, რათა მათ მაღალი ხელფასები მიიღონ.  მინისტრმა კიდევ ერთხელ ორივე ზემოხსენებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და  მათ გამავრცელებლებს მოუწოდა იფიქრონ მასწავლებლებზე, რომლებიც ასაკოვანნი არიან და მათთვის განსაკუთრებით მძიმეა ასეთი დეზინფორმაციის მოსმენა და ასევე,  არ შეიძლება ადამიანების ემოციებზე თამაში.

მესამე რაზეც დიმიტრი შაშკინმა ყურადღება გაამახვილა არის პროფკავშირულ ორგანიზაციებთან სამინისტროს დამოკიდებულება - ”განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არასოდეს არ ჩარეულა და მომავალშიც არ ჩაერევა პროფკავშირების მუშაობაში, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ერთადერთი ვითხოვთ, კანონის შესაბამისად, იყოს დარეგულირებული ურთიერთობა მასწავლებლებსა და პროფკავშირებს შორის, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, მასწავლებელს ნებართვის გარეშე წაართვან ფული და სხვა რომელიმე ორგანიზაციაში გადარიცხონ, ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ მასწავლებელთა უფლებებს”  - განაცხადა მინისტრმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე