ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საგანმანათლებლო რეფორმა კონფერენციაზე შეფასდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ”საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო სახელწოდებით - ”საზოგადოების თვალით დანახული განათლების რეფორმა - გამოწვევები და ინიციატივები”

კონფერენციის მიზანი იყო საგანმანათლებლო სივრცეში განხორციელებული სიახლეების ანალიზი და შეფასება,  მიმდინარე რეფორმებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების განსაზღვრა და ახალი ინიციატივების განხილვა. მრავალფეროვანი იყო თემები, რომელსაც კონფერენციის მონაწილეები შეეხნენ: უსაფრთხო სკოლა, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, ეთიკისა და ქცევის კოდექსები და სხვ.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: განათლების პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტმა ტატო შავშიშვილმა, განათლების ლიდერთა ლიგის თავმჯდომარემ გია მურღულიამ და 500 სკოლის დირექტორმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კონფერენციაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 შეხვედრის ინიციატორის ”საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის” წევრები არიან: განათლების პროფესიული სინდიკატი, განათლების ლიდერთა ლიგა, პარტნიორ სკოლათა და მასწავლებელთა კავშირი, საგანმანათლებლო კვლევებიდა და პროფესიული განვითარების ცენტრი, განათლების ინსტიტუტი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე