ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საჯარო სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სასწავლო კურსის შემოღებასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს, თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკატერინე ზღულაძესა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს დავით იოსელიანს  შეხვდა.

სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა: ”2010 წლის სექტემბრიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში იქნება ახალი საგანი, რომელსაც ქვია სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება. ამ საგანში იქნება რამდენიმე კომპონენტი: სამოქალაქო თავდაცვა, საგზაო უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ქართული ჯარის ისტორია და საქართველოს არმიის შეიარაღების მიმოხილვა.. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ რეფორმას პოზიტიურად ხვდებიან, როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები”.

პროექტი მოიწონეს და მის განხორციელებაში მხარდაჭერა გამოთქვეს შეხვედრის მონაწილე უწყებების ხელმძღვანელებმა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სპეციალისტებთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები.

ექსპერტებისაგან შემდგარი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო კურსის კონცეფციაზე მუშაობას აპრილის თვეში დაასრულებს. სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე შეირჩევა საპილოტე სკოლები, რომლებშიც სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლება განხორციელდება. მიღებული პილოტირების შედეგების ანალიზის შედეგად, სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი საბოლოო სახით ჩამოყალიბდება და სკოლებში სავალდებულო საგანი გახდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე