ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსის განხილვა მოეწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსის განხილვა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში მოანაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი.

თბილისის 100 სხვადასხვა სკოლის დირექტორმა პუნქტობრივად განიხილა კოდექსი, რომელმაც უნდა განსაზღვროს მათი ურთიერთობა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მანდატურებთან და მშობლებთან.

დირექტორთა პროფესიული ეთიკის კოდექსის თანახმად, სკოლის დირექტორს ევალება უსაფრთხო, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა. სკოლოს დირექტორი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად ასრულებს სკოლის წარმატებულობის ერთ-ერთი გარანტია.

შენიშვნები და შეხედულებები, რომელნიც დირექტორების მხრიდან შეხვედრაზე გამოითქვა, ეთიკის კოდექსის საბოლოო ვარიანტში იქნება გათვალისწინებული.

სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან დირექტორის კოდექსთან ერთად ამოქმედდება მასწავლებლისა და მოსწავლის კოდექსი, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებრივი დარბაზი, არასამთავრობო ორგანიზაციები,  დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე