ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი ბიზნესმენებსა და ბანკირებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხზე  სამუშაო შეხვედრა  ბიზნესმენებთან  და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან გამართა.

შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა ბანკების:  თი-ბი-სი, საქართველოს ბანკი, ვითიბი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ტაო პრივატ ბანკი,  ლიბერტი ბანკი, ასევე კომპანიების: მაგთიკომი, ჯეოსელი, ბილაინი, კოკა-კოლა, პოპული, გუდვილი, მეგა-ფუდი,  გოგლი-მოგლი, ჯი-ემ- სი ჯგუფი, იოლი, ჯი-მარტი ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის  კონცეფციის ფარგლებში, სასკოლო სასადილოების მოწყობის პროექტი წარუდგინა და მის განხორციელებაში  მხადაჭერა სთხოვა.

კომპანია გოგლი-მოგლისა და ტაოპრივატ ბანკის დახმარებით თბილისის  55-ე და 43-ე საჯარო სკოლებში უკვე მოხდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო სასადილოების მოწყობა.   ახალი სასწავლო წლიდან კი, პირველ ეტაზე,  პროექტი  88 სკოლაში ამოქმედდება.  სასკოლო სასადილოების მოწყობის მიზნით, გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც  მონაწილეობა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხში საკუთარი წვლილის შეტანა ყველა     მსურველ კომპანიას შეეძლება.

ახალი ტიპის სასადილოებში ბავშვები ახალი და ჯანსაღი პროდუქტით იქნებიან უზრუნველყოფილნი,  მოხდება სასკოლო გარემოდან ნაღდი ფულის ამოღება და სკოლის სასადილოში  მოსწავლეები პირადი ელექტრონული ბარათებით  მოახდენენ ანგარიშსწორებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე