ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მესამე რეგიონული სამიტი და სემინარები უმაღლესი დაწესებულებებისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ორგანიზირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

23-25 ივნისს ბათუმის შოთა რუსთვალის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სემინარები თემაზე “ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემა  და დიპლომის დანართი”, რომლიც ჩაატარა ლიონის უნივესტეტის გეოგრაფიის, ისტორისა, ხელოვნების ისტორიისა და  ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ჟან ლუკ ლამბოლემ და მალბურგის ფილიპსის უნივერსტეტში ევროპული ოფისის ხელმძღვანელმა პროფესორმა კრისტოფერ მოსიმ. მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს  გერმანული და ფრანგული გამოცდილება აღნიშნულ თემატიკაზე.

25 ივნისს  სემინარების შემდეგ ჩატარდა რიგით მესამე რეგიონული აკადემიური სამიტი  იგივე თემაზე. აკადემიური სამიტი გახსნა ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ. აკადემიურ სამიტზე პრეზენტაციები გააკეთეს სემინარის მონაწილეებმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, სადაც  ხორციელდება ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას.  პროგრამა ხორციელდება გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე