ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

165-ე საჯარო სკოლაში ღია სპორტული მოედანი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  თბილისის 165-ე საჯარო სკოლაში  ღია სპორტული მოედანი გახსნა.  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნის მშენებლობა  სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

ახალი სტადიონი სპორტის სამი სახეობის - ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის კომპლექსური სწავლების საშუალებას იძლევა. მიმდინარე წლის სექტემბრისთვის თბილისის 72 სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი და 28 საჯარო სკოლაში ღია სპორტული მოედანი  მოეწყობა. ეს ის სკოლებია, სადაც ან საერთოდ არ იყო სპორტული ინფრასტრუქტურა, ან იყო ავარიულ მდგომარეობაში. უახლოეს მომავალში დედაქალაქის ყველა საჯარო სკოლას  კეთლმოწყობილი სპორტული  ინფრასტრუქტურა ექნება.

სკოლებში კეთილმოწყობილი დახურული და ღია სპორტული მოედნების მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა  იმ სიახლის ფონზე ენიჭება, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლდებას გულისხმობს.

 პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის  პილოტირებისა და დანერგვის პროცესი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 48  სკოლაში წარიმართა. ეს იყო სკოლები, სადაც მეტ-ნაკლებად უკვე არსებობდა გარკვეული სპორტული ბაზა და შესაძლებელი იყო  პროექტის განხორციელების დაწყება.

2010-2011 სასწავლო წლიდან ახალი პროექტი, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული  ცვლილების საფუძველზე, რომელიც  ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების ინტეგრაციაში გამოიხატება  და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას გულისხმობს, საქართველოს ყველა საჯრო სკოლაში განხორციელდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე