ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ფრანგული კავკასიის სკოლა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ფრანგული კავკასიის სკოლა გახსნა. სკოლის გახსნის ცერემონიას ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი ერიკ ფურნიე დაესწრნენ.

ფრანგული სკოლა დაფუძნებულია ფრანგულ საგანმანათლებლო სისტემაზე, ხოლო ქართული ენა ყველა კლასში შეისწავლება. სკოლა სარგებლობს  საფრანგეთის საგარეო და  ევროპულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და დახმარებით. კავკასიის ფრანგულ სკოლაში ასევე იფუნქციონირებს საბავშვო ბაღიც. ასევე, აღსანიშნავია, რომ თითო დონეზე სკოლაში ერთი კლასი იქნება. ადგილობრივად დაქირავებული ფრანგი პედაგოგები  და მოსწავლეთა მცირე კონტინგენტი  (16-18 მოსწავლე კლასში, 240-270 მოსწავლე მთლიანობაში) სწავლების მაღალი ხარისხის გარანტი იქნება.

2010-2011 სასწავლო წელს დაგეგმილია საბავშვო ბაღის, დაწყებითი სკოლის ყველა კლასისა და საშუალო სკოლის მე-6, მე-7 და მე-8 კლასების გახსნა.

ევროპული სტანდარტების შესაბამისად აგებული შენობა მოიცავს სწავლებისთვის საჭირო დიდ სივრცეს, შენობაში არის შიდა და გარე სპორტული მოედნები, 25 მეტრიანი აუზი, მუსიკისა და  სახვითი ხელოვნების კაბინეტები, დიდი ბიბლიოთეკა, ვიდეო და სააქტო დარბაზი, კაფეტერია.

კავკასიის ფრანგული სკოლის მიერ გაცემულ ატესტს აღიარებს საფრანგეთისა და ევროპის ყველა სახელმწიფო, რაც მის კურსდამთავრებულს საშუალებას მისცემს დაუბრკოლებლად გააგრძელოს სწავლა მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე