ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სახელმწიფო 100-ზე მეტ სამეცნიერო კვლევას დააფინანსებს

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 103 პროექტისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული 31 პროექტისთვის ბიუჯეტიდან წელს  5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

1000-ზე მეტი დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ შეფასებული პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება სამეცნიერო საბჭომ 22 იანვარს დაამტკიცა. სამეცნიერო საგრანტო კონკურსებს ადმინისტრირებას  სსიპ საქართველოს ეროვნული სამენციერო ფონდი უწევს.

სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, რომელიც თავმჯდომარის რანგში სხდომას პირველად უძღვებოდა, განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მეცნიერების განვითარებისთვის. ”საგრანტო სისტემის შემოღებამ შესაძლებლობა მოგვცა პროექტში ჩართული მეცნიერების ხელფასი მინიმუმ ოცჯერ  გაიზარდოს. ამჟამად 350-ზე მეტ პროექტში ორი ათასზე მეტი მეცნიერი და ათასზე მეტი დამხამარე პერსონალია ჩართული. ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაზე 20 მილიონ ლარამდე იხარჯება” - განაცხადა მინისტრმა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე