ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2010 წლის სკოლბურთის გამარჯვებული ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლა გახდა

სკოლბურთის ფინალური შეხვედრა  ზუგდიდის მე-4  და ბოლნისის პირველ საჯარო სკოლებს შორის  26 ივნისს აჭარის ზღვის სანაპიროზე, ბათუმში გაიმართა. შეხვედრა ზუგდიდელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა.

გამარჯვებულ გუნდს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მათე ტაკიძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თასი გადასცეს და წარმატება მიულოცეს.

წელს საიუბილეო, მეხუთე გათამაშებაში  საქართველოს 1300  სკოლამ და 13 000–მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

სკოლბურთში გამარჯვებული ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის გუნდი თურქეთში გაემგზავრება სადაც ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

პროექტს  საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთობლივად უკვე მეხუთე წელია რაც ახორციელებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე