ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უმაღლესი სასწავლებლების დაბეგვრა აღარ მოხდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორებს შეხვდნენ და საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები გააცნეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სასწავლებლები აღარ დაიბეგრებიან. სანაცვლოდ, შეიქმნება ე.წ. ”ენდაუმენტის ფონდი”, რომელიც უნივერსიტეტებს მდგრადი განვითარებისა და სტუდენტთა უფლებების დაცვის შესაძლებლობას მისცემს. ასეთი ფონდები აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს და უზრუნველყოფენ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსთა სამინსიტროსა და უმაღლეს სასწავლებლების  წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. ჯგუფი უმაღლეს სასწავლებლებში ფონდების შექმნასთან დაკავშირებულ  კანონპროექტზე ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს და კანონპროექტს  საქართველოს პარლამენტს განსახილველად გადასცემს .


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე