ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გრძელდება დირექტორთა პროფესიული ეთიკის კოდექსის განხილვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსის მორიგი განხილვა გაიმართა. ამჯერად, სამუშაო შეხვედრაში მოანაწილეობდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი, 50-მდე დირექტორი და მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა ამჯერადაც დეტალურად განიხილეს კოდექსი, გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები, ზოგიერთი მუხლის მიმართ გააჩნდათ გარკვეული შენიშვნებიც. მათი განმარტებით კოდექსი, რომელიც  სკოლის დირექტორთა ურთიერთობას არეგულირებს მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მანდატურებთან და მშობლებთან  ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ხელს შეუწყობს სკოლებში  სასწავლო და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას.

დირექტორების პროფესიული ეთიკის კოდექსის განხილვა უკვე მოეწყო თბილისის სკოლის დირექტორებთან, მათი შენიშვნები და შეხედულებები გათვალისწინებული იქნება კოდექსის საბოლოო ვარიანტში.

დირექტორთა ეთიკის კოდექსი სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე