ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკარები გადამზადდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი თსუ-ს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის 62 სპეციალისტისათვის  სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიებას დაესწრნენ.

თსუ-ს ხელმძღვანელობის დაკვეთით, სასწავლებლის ბიბლიოთეკარებმა პროფესიული გადამზადება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედ სასწავლო ცენტრში გაიარეს.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ბიბლიოთეკართა გადამზადება და მათთვის თანამედროვე მეთოდების გაცნობა ძალზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს სასკოლო ბიბლიოთეკების კეთილმოწყობის და მათი სათანადო ლიტერატურით აღჭურვის პროექტს, ასევე ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაიწყება პროგრამა ”წიგნის მეგობარი”. პროგრამის ფარგლებში სკოლებში ცნობილი ადამიანები მივლენ და მოზარდებს თავად წაუკითხავენ სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ესაუბრებიან კითხვის აუცილებლობაზე და ურჩევენ მომავალში რა წაიკითხონ. პროგრამის მიზანია ბავშვებს წიგნი შეაყვაროს. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ  ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრში გადამზადდება ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი.

ცენტრი 2007 წელს დაარსდა და უკვე გადაამზადა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების,  ცენტრალური ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკარები და ხელმძღვანელები. მათ შორის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, იუსტიციის სამინისტროს, ეროვნული მუზეუმის, ლიტერატურის ინსტიტუტის ბიბლიოთეკების თანამშრომლები. ასევე ტრენინგი გაიარა 50-ზე მეტმა სკოლის ბიბლიოთეკარმა.

რეგულარულად მიმდინარეობს სემინარები, ტრენინგები და პრეზენტაციები საბიბლიოთეკო და საინფორმაციო საქმის სხვადასხვა საკითხებზე. სასწავლო პროგრამები ტრადიციულ საბიბლიოთეკო პროფესიულ საკითხებთან ერთად, მოიცავს  თანამედროვე საბიბლიოთეკო და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სტანდარტების, ბიბლიოთეკების მენეჯმენტის თანამედროვე პრინციპების შესწავლას. 

ეროვნულ სამეცნიერო  ბიბლიოთეკა 1941 წელს დაარსდა  და მასში დაცულია 3 000 000 სამეცნიერო  ხასიათის ლიტერატურა, 2 500 000 სამეცნიერო ჟურნალი და 20 000 000 სამეცნიერო პატენტი. წიგნსაცავში  დაცულია 1530 წლით დათარიღებული რამდენიმე უნიკალური გამოცემა და სამეცნიერო წიგნები უცხოურ ენაზე, რომელთა ანალოგი საქართველოში არსად მოიპოვება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე