ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსის ”ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი 2010” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მაიკროსოფტის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პროგრამა "პარტნიორები განათლებაში" ლიდერმა თეოდორ მილევმა ერთობლივი პროექტის "ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი 2010" შემაჯამებელ  კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებული პედაგოგები პრიზებითა და სერთიფიკატებით  დააჯილდოეს.

 "ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი 2010" მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, სამ ეტაპად ჩატარდა  და მასში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სხვადასხვა საგნის პედაგოგები და ინფორმაციული მენეჯერები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია კონკურსის ფორმატში ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა  სასწავლო პროცესის რეფორმირება, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება, ICT ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება,  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე,  შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა-წახალისება, საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და საერთაშორისო გამოცდილებებისა  და მიდგომების, ელექტრონული რესურსების  გაცნობა.

კონკურსის მონაწილეებმა ინტეგრირებული გაკვეთილების საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.  გამოვლინდა ორი გრან-პრის მფლობელი პროექტი - დაწყებით საფეხურზე ერთი და  საბაზო /საშუალო საფეხურზე ერთი;  ამავე საფეხურების ორი პედაგოგი პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ, მეორე ადგილი ოთხმა პედაგოგმა გაინაწილა, მესამე ექვსმა, სულ 14 პრიზიორი გამოვლინდა.

დიმიტრი შაშკინმა მნიშვნელოვანი უწოდა ანალოგიური კონკურსების ორგანიზებას და აღნიშნა, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში უფრო ინტენსიური გახდება,  ამოქმედდება ახალი ვებპორტალი www.buki.ge,  სადაც განთავსდება სასწავლო-შემეცნებითი თამაშები,  სკოლებში მიმდინარეობს ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევებით  პედაგოგთა და მოსწავლეთა მომზადების პროცესი.

"ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი 2010” მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ - სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ–ანალიტიკირი დეპარტამენტის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, საგანმანათლებლო და სამეციერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე