ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და ეროვნულ დონეზე ინფორმატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები დააჯილდოვეს.

X-XII კლასის მოსწავლეებისთვის  ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა წელს  შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და  არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული).

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი მასალებით  უსინათლო მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ასევე პირველად, სამინისტროს მიერ ფასიანი საჩუქრებით საუკეთსო ათეულში გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. ოლიმპიადა ჩატარდა როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.

2014 წელს პირველად, ინფორმატიკაში ეროვნული კონკურსის ორგანიზება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყო. კონურსი  2 ეტაპად სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.

შედეგად, სულ 176 გამარჯვებული გამოვლინდა:  I ადგილი 22 მოსწავლე, II-ზე 20, III-ზე 19. საუკეთესო ათეულში წელს 115 მოსწავლე მოხვდა. გამარჯვებულები შესაბამისად, 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების ფასიანი საჩუქრებით (კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების და წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები) და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

მადლობის სიგელები გადაეცათ სკოლების რეიტინგული სიის I, II და III ადგილზე გასულ სკოლებს (29 სკოლა) და I, II და III ადგილზე გასული მოსწავლეების პედაგოგებს (58 პედაგოგი). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წამახალისებელ სიგელებს გადასცემს ყველა იმ მოსწავლეს, რომელთაც ოლიმპიადის მე-2 ტურში გაიმარჯვა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 2009 წლიდან ხორციელდება და მასში ყოველწლიურად საშუალოდ 200 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას. 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე