ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საზეიმო მიღება მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საზეიმო მიღება გაიმართა. დედაქალაქიდან და რეგიონებიდან მოწვეულ პედაგოგებს მასწავლებელს  საერთაშორისო დღე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მიულოცეს და სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ლია გიგაურმა კომპიუტერული ლაბორატორია გახსნა, რომელიც პრაქტიკოს მასწავლებლებს და განათლების ექსპერტებს კოლაბორაციულ, ისტ-ით გამდიდრებულ სამუშაო სივრცეს სთავაზობს.

ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება:

  • ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, სადაც მასწავლებლები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები თუ განათლების ექსპერტები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციური პროექტების დაგეგმვას და  განხორციელებას შეძლებენ;
  • ციფრული ინტერაქტიური სასწავლო   რესურსების შექმნა ლაბორატორიაში დამონტაჟებული ვირტუალური სტუდიის გამოყენებით;
  • საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების და ინოვაციების გაცნობა-გაზიარება მასწავლებლებს, ასევე ექსპერტებსა და მასწავლებლებს შორის.

ღონისძიებაზე სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პრაქტიკული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მომზადებაშიც ცენტრის ექსპერტებთან ერთად,  საქართველოს დაწყებითი განათლების (G-Praid) ექსპერტები მუშაობდნენ. გზამკვლევი მასწავლებლებს საკუთარი პროფესიული საჭიროებების დაადგენასა  და განვითარებაში  დაეხმარებათ.

საზეიმო მიღების ფარგლებში, მხატვარ სოფო თათარაშვილის გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებას დედაქალაქიდან და რეგიონებიდან მოწვეული 120 მასწავლებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები დაესწრნენ. 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე