ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველ მანდატურებს ამერიკელი კოლეგები გამოცდილებას გაუზიარებენ

თემაზე: „უსაფრთხო სკოლა“ „შერატონ მეტეხი პალასში“ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO)  წარმომადგენელთა ერთობლივი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, NASRO-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს მორის კენედი, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, რომელთაც უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე იმსჯელეს, სამართლებრივ განათლებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციაზე იმსჯელეს.

აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წარმომადგენელთა ვიზიტის ფარგლებში,  მანდატურებისათვის და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისათვის ჩატარდება ტრენინგები. მოხდება გამოცდილების გაზიარება ქართველ და ამერიკელ მანდატურებს შორის სკოლებში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებების გატარების, მოძალადის გამოვლენისა და შესაბამისი ორგანოების დროულად ინფორმირებულობის საკითხებზე. ტრენინგები მანდატურებს დაეხმარებათ, კიდევ უფრო ეფექტური გახადონ მუშაობა ძალადობისა და დანაშაულის აღკვეთაში და შესაბამისად, სკოლებში უსაფრთხო გარემოს განმტკიცებაში.

მანდატურებისათვის ტრენინგების ჩატარებაში მანდატურის  სამსახურს აშშ-ს სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია - NASRO-სთან რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, NASRO-ს ინსტრუქტორები, მისი აღმასრულებელი დირექტორის ჯეიმს მორის კენედის მეთაურობით, ტრენინგებს სკოლის უსაფრთხოებისა და ძალადობის პრევენციის მექანიზმების საკითხებზე ატარებდნენ. 

მანდატურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ს ამერიკის სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია-ნასროსთან (NASRO). ასოციაცია წარმოადგენს სერთიფიცირებული სამართალდამცავი ოფიცრების, სკოლის უსაფრთხოებისა და საგანმანათლებლო პერსონალის, მათ შორის, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების უმსხვილეს სასწავლო ორგანიზაციას მსოფლიოში, რომელიც სამართლებრივ განათლებასთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომების დანერგვას და სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა პროგრამების პოპულარიზაციას ახორციელებს,  როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე