ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს“ რიგით მესამე სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომას უძღვებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე. სხდომას ასევე  ესწრებოდნენ სოციალური პარტნიორები, დარგობრივი სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საბჭოს მიმდინარეობისას განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საბჭოს წევრებს წარუდგინა ანგარიში პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების შესახებ.

პროგრამა მოქმედებს საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების საფუძველზე და მისი მიზანია „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების“ პროგრამის განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე