ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

30 ივნისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღე აღინიშნა და ცენტრში ამ თარიღთან დაკავშირებული  ღონისძიებები გაიმართა, მასში მონაწილეობა ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების პრეზენტაცია, რომლის საპატიო თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II იყო. მეგობართა საზოგადოების გამგეობას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი უხელმძღვანელებს.

საზოგადოების მმართველი ორგანო – გამგეობა – დაკომპლექტებული იქნება როგორც სახელმწიფო მოხელეების, ისე საქმიანი წრეების წარმომადგენლებისა თუ კულტურის მოღვაწეთაგან. ისინი შერჩეულნი არიან წლების განმავლობაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ გამოჩენილი დამოკიდებულების შესაბამისად. მეგობართა საზოგადოების წევრად არჩეული იქნა  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი.

მეგობართა საზოგადოების მიზანია დაწესებულების, როგორც უნიკალური, განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობის კოლექციის დაცვისა და კვლევის ცენტრის, მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

30 ივნისს გაიხსნა ასევე ექსპოზიცია სახელწოდებით „მეფური შეწირულობა“ (ასე უწოდა გაზეთმა „დროებამ“ ნიკო დადიანის მიერ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის დადიანთა უნიკალური კოლექციის - 169 ხელნაწერის შეწირვის ფაქტს), სადაც ხელნაწერთა დონაციის მთელი ისტორია წარმოჩნდება. გამოიფინა ბოლო წლებში შემოწირული ხელნაწერებიც, ცენტრი წარმოადგინა ის ხელნაწერებიც, რომელთა შეძენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

დაარსების დღეს გაიმართა ბოლო ერთი წლის მანძილზე შემოწირული სიძველეების (ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტები, არქივები...) ოფიციალური გადმოცემის ცერემონიალი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე