ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიმდინარეობს სკოლების ახალი სასკოლო ინვენტარით აღჭურვა

სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კეთილმოწყობა და თანამედროვედ აღჭურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 2014 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მეორე საჯარო სკოლის სასწავლო კორპუსს. სკოლა მიმდინარე წელს აღიჭურვა ახალი მერხებით, დაფებით, კომპიუტერის მაგიდებით და სხვა აუცილებელი საოფისე ავეჯით.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ვაზიანის მეორე საჯარო სკოლას ეწვია, ჩატარებულ სარემონტო და აჭურვით სამუშაოებს გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში  საქართველოს მასშტაბით 9 ახალი სკოლა აშენდა, 1000 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, შეძენილი იქნა 104 500 ცალი მერხი და სკამი, რომლითაც 1 523 სკოლა და 5 პროფესიულ სასწავლებელი აღიჭურვება, 1 494 სკოლას სამინისტრო 13 838 დაფას გადასცემს.  სკოლების აღჭურვის პროცესი დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება. 

სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და სასკოლო ინვენტარით აღჭურვა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე