ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძე სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის, სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სტუდენტური თვითმართველობების წარმომადგენლებს სტუდენტთა მიერ სტატუსის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო სწორი ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, თუ როგორია ამ ეტაპზე რეალური სურათი, რა გააკეთა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სტუდენტების სწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

მინისტრის განმარტებით, 2013 წლამდე ბაზაში სტუდენტების აღრიცხვიანობის სისტემა იყო მოუგვარებელი. მეორე წელია ბაზაში ყველა ინფორმაცია აისახება, რამაც შესაძლებელი გახადა გაკეთდეს გარკვეული ანალიზი და შეიქმნას არსებული მდგომარეობის რეალური სურათი.

სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზი მრავალია. ფინანსური დავალიანების გამო დღეის მდგომარეობით, სტატუსი 11 000 სტუდენტს აქვს შეჩერებული.  მათ შორის არიან სტუდენტები, რომელთაც 100%-იანი გრანტი აქვთ მოპოვებული და მიზეზად მაინც, ფინანსური დავალიანება აქვთ მითითებული, არიან სტუდენტები, რომელთაც 100%-იანი გრანტის ვადა (4 წელი) ამოეწურათ, ვერ დააგროვეს სათანადო კრედიტები და დამატებითი სემესტრის აღება უწევთ. ასევე 11 000 სტატუსშეჩერებულ სტუდენტში დიდი წილი გვხვდება 10, 20, 30 და 100 ლარის დავალიანების მქონე სტუდენტები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში შეგნებულად იჩერებენ სტუდენტის სტატუსს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2014-2015 სასწავლო წელს სტატუსი შეიჩერა მხოლოდ 137 სტუდენტმა.

სწავლის ხელშეწყობისთვის მიზნით, სტუდენტებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძება გაატარა, რასაც მოწმობს სტატუსი აღდგენების სტატისტიკა: 2011 წელს სტატუსი აღიდგინა 242 სტუდენტმა,  2012-ში  – 3543-მა, 2013 წელს - 10 329 და 2014 წელს სტატუსი უკვე აღდგენილი აქვს 10 000-მდე სტუდენტს, მაშინ როცა სასწავლო წელი ახლა დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს სტუდენტების მხრიდან სტატუსის აღდგენის პროცესი.

დღეის მდგომარეობით, სტუდენტების 55%  სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. აქედან, სრულ 100% დაფინანსებას  21500-მდე სტუდენტი იღებს. 2012 წელს სახლელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა მხოლოდ 11500 სტუდენტს შეადგენდა. რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო სრულად აფინანსებს სტუდენტების თითქმის 2-ჯერ მეტ რაოდენობას.

გათვალისწინებელი იყო სტუდენტების სოციალური მდგომარეობა და 2013 წლიდან გაიზარდა სოციალური პროგრამის ბიუჯეტი და შედეგად ფინანსდება ორჯერ მეტი სტუდენტი. ამასთან, 2013 წლიდან არა მხოლოდ პირველ, არამედ მეორე და მესამე კურსის სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც ეძლევათ საშუალება მიიღონ დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში. ასევე, 2013 წლიდან პირველად ამოქმედდა სოციალური პროგრამა მაგისტრანტებისთვის.

2013 წლიდან გაიზარდა სახელმწიფო სტიპენდიების ბიუჯეტი. გაორმაგდა სტიპენდიანტი სტუდენტების რაოდენობა. 2012 წელს სტიპენდიები მიიღო 1230 სტუდენტმა, ხოლო 2013 წელს - 2717 სტუდენტმა. 2013-2014 სასწავლო წელს პირველად, ამოქმედდა პროგრამა დოქტორანტებისთვის. გამოცხადებული საგრანტო კონკურსის საფუძველზე, სასწავლო-კვლევითი გრანტი მოიპოვა 135 დოქტორანტმა. 2014-2015 სასწავლო წლისთვის პროგრამის განხორციელებისთვის გათვალისწინებულია 2 100 000 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, იძლევა იმის განცხადების შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო კრიტიკული შენიშვნები და განცხადებები არ შეესაბამება სინამდვილეს და არ ასახავს რეალობას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე