ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პოლონეთის მთავრობის დახმარება ბარისახოს სკოლას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პოლონეთის ელჩის მოადგილესთან და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად,  ბარისახოს საჯარო სკოლაში  ბიბლიოთეკის საზეიმო გახსნას დაესწრო. ლია გიგაური ასევე შეხვდა სკოლის მასწავლებლებს და მათ ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით ესაუბრა. მინისტრის მოადგილემ პედაგოგთა ყველა შეკითვას უპასუხა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში პოლონეთის საელჩოს საშუალებით, ყოველწლიურად აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს „პოლონეთის დახმარება“, რომელიც ითვალისწინებს გრანტს 3000-5000 ევროს ეკვივალენტის ოდენობით სახელმწიფო ვალუტაში.

ბარისახოს სკოლის დირექციის ინიციატივით, მომზადდა პროექტი „სოფ. ბარისახოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის კეთილმოწყობა“, რომელმაც  პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწონება დაიმსახურა და ამ უკანასკნელის ფინანსური მხარდაჭერით, სკოლაში გარემონტდა, ინვენტარითა და ტექნიკური მოწყობილობებით აღიჭურვა და ახალი სახელმძღვანელოებით შეივსო სკოლის ბიბლიოთეკა და ერთი საკლასო ოთახი. აღნიშნულ პროექტში ასევე ჩაერთო ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელმაც დააფინანსა გარკვეული სარემონტო სამუშაოების შესრულება სკოლაში.

ბარისახოს სკოლაში 62 მოსწავლე სწავლობს, სკოლაში სრულფასოვნად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, მოსწავლეები ჩართულია სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ყველა პროექტში.  სახელმწიფო პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში, ბარისახოს საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საგნის მასწავლებლად, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 6 მასწავლებელია წარგზავნილი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე