ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფესტივალი ”გოგი - 2010” გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გოგი დოლიძის სახელობის ქართული სიმღერის  ფესტივალის გალა-კონცერტს დაესწრო. სიმღერის ფესტივალი  თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის გია მურღულიას ინიციატივით უკვე მეოთხედ გაიმართა. ფესტივალი 10- დან 17 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. 

მონაწილეებმა (სოლო, დუეტი, ტრიო, კვარტეტი, ანსამბლი, გუნდი) ქართული ხალხური და პროფესიონალი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სიმღერები წარმოადგინეს.

კონკურსი სამ ტურად ჩატარდა, მასში ასობით მოსწავლე მონაწილეობდა საქართველოს პრაქტიკულად ყველა კუთხიდან. პირველ ტურში მოსწავლეებს ჟიური  რეგიონებში არჩევდა, მეორე ტური თბილისში ჩატარდა და გამოვლინდა დასკვნითი კონცერტის 27 ნომერი. გამარჯვებულ მოსწავლეებს და მონაწილე პედაგოგებს გადაეცათ სამინისტრო მიერ დაწესებული პრიზები.

ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო თემურ ჭკუასელი (ქართული ხმები“), დირექტორი-ზაზა მამალაძე (ანსამბლი „თბილისი“); სამხატვრო ხელმძღვანელი-ზურაბ ლოლაძე (ქართული ხმები“).

ფესტივალი ჩატარდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანადგომითა და დაფინანსებით.

ფესტივალი არის ქართული საბავშვო სასიმღერო კულტურის დიდი დათვალიერება და ხელს უწყობს მის პოპულარიზებას, აგრეთვე ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენას და საზოგადოებისთვის წარმოდგენას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე