ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობას აგრძელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ვარკეთილის დასახლებაში მდებარე თბილისის 176-ე საჯარო სკოლას ეწვია და სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. თამარ სანიკიძე სკოლის პედაგოგებსაც გაესაუბრა და ღია გაკვეთილს დაესწრო.

ზაფხულის განმავლობაში, 176-ე საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გარემონტდა სასწავლო კორპუსების შემაერთებელი დერეფანი, რომელიც წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და საფრთხეს უქმნიდა სკოლის კონტიგენტს. გარდა ამისა, გაკეთდა სპორტული დარბაზი. გასულ წელს კი, სამი სართულის დერეფნები გარემონტდა, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, მოეწყო საკონფერენციო დარბაზი და ექიმის კაბინეტი, მოწესრიგდა სველი წერტილები და სარინელი. სარემონტო სამუშაოები და საკლასო ოთახების რეაბილიტაცია სასწავლო წლის დასრულებისთანავე განახლდება.

176-ე საჯარო სკოლაში 800-მდე მოსწავლე სწავლობს, მათგან 17 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა, მათთვის სპეციალური რესურსოთახი მოეწყო და სკოლას დაენიშნა სპეცმასწავლებელი და ფსიქოლოგი, რომელთაც ხელფასით სამინისტრი უზრუნველყოფს. ამ ბავშვებს ასევე ემსახურება სამინისტროს მიერ დანიშნული ავტობუსი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები  საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ სკოლაშია ჩატარებული, აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ორი ახალი თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა, 2014 წლის ბოლომდე ხუთი ახალი სკოლა ამოქმედდება, ხოლო 2015 წლის დასაწყისში ორი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება. 2014 წელს 1500-ზე მეტი სკოლა აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, მოხდა 44 საჯარო სკოლის გაზიფიცირება და 34 სკოლაში ახალი გათბობის სისტემა დამონტაჟდება.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც  განხორციელდება. ამ მიმართულებით სამუშაოები გეგმაზომიერად, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით გრძელდება - წელს დაიწყება 8 ახალი სკოლის მშენებლობა და მომავალი სასწავლო წლისთვის ასობით სკოლა გარემონტდება.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე