ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობა

საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს კომპანია „ჯეოტურანთან“. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმა და შემუშავდა პროექტი „ევრო-მასტერი“, რომელიც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას კოლეჯში, სტუდენტების სერტიფიცირებას, დატრენინგებას, გადამზადებას და მათ დასაქმებას „ევრო-მასტერში“, სადაც კურსდამთავრებულები ინოვაციური აღჭურვილობის გამოყენებით, მარტივს და პროდუქტიულს გახდიან სერვისულ მომსახურებას. 

კომპანია „ჯეოტურანის“ დაფინანსებით, დღეს კოლეჯში „სპექტრი“ ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლგიებით აღჭურვილი ლაბორატორია გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

ბოლო წლებში კერძო სექტორის აქტიურმა ჩართულობამ პროფესიული განათლების სისტემის განვითარების პროცესში, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოთხოვნადი პროფესიების პროგრამულ დახვეწა/განვითარებას და სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვას. სახელმწიფო კოლეჯებში ამოქმედდა   უახლესი ტექნოლოგიური ლაბორატორიები და სასწავლო სახელოსნოები. მოსახლეობას და ნებისმიერ დაინტერესებულ  პირს კი, საშუალება აქვს მიიღოს უფასო განათლება, დაეუფლოს პროფესიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია -დასაქმდეს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე