ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010” დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია და აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრო. რეგისტრაცია დროულად დაიწყო, ორგანიზებულად წარიმართა აბიტურიენტთა სექტორებში გადანაწილების პროცესიც. აღინიშნა ორი დაგვიანება.

აგრარული უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში 2600 აბიტურიენტი ზუსტად  9 საათზე შეუდგა წერას. ტრადიციულად, გარემო  იყო მშვიდი და სამუშაო, ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე. დიმიტრი შაშკინი ერთი საათის განმავლობაში აკვირდებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მიმდინარეობას.

1 ივლისს, 08:00 საათზე, საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 14 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია განხორციელდა, ხოლო 09:00 საათზე – პირველი გამოცდის პირველი სესია დაიწყო.

2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 28948 აბიტურიენტია რეგისტრირებული., მათგან 27624 გახდება სტუდენტი, აქედან 25054 ბაკალავრიატის, 2570 – უმაღლესი პროფესიული პროგრამების.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე