ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროში გერმანული დუალური პროფესიული სწავლების მოდელზე იმსჯელეს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის პარლამენტის დეპუტატი, დოქტორ ტომას ფაისტი. ვიზიტის ფარგლებში, ტომას ფაისტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის პირველ მოადგილეს ქეთევან ნატრიაშვილს შეხვდა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოში  პროფესიული განათლების სისტემის გაცნობას და სფეროს განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვას  შემდგომში რეფორმის მხარდაჭერის მიზნით . შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე გერმანული დუალური პროფესიული განათლების მოდელი, რომელიც შრომით ბაზარზე პრაქტიკულად მორგებულ მიდგომას წარმოადგენს დადამსაქმებლის მონაწილეობით პარალელურ რეჟიმში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-უნარების დაუფლების საშუალებას იძლევა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სწორედ, საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში გერმანული დუალური მოდელის ელემენტების დანერგვის პერსპექტივებს შეეხო საუბარი.

ბატონმა ფაისტმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო მობილობის მნიშვნელობა პროფესიული განათლების იმიჯის ფორმირებისა და ხარისხის განვითარებისთვის. იგი მიიჩნევს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია შეიქმნას კვალიფიკაციების აღიარებისა და  თანაბარ სიბრტყეზე განხილვის ისეთივე ევროპული პლატფორმა,  როგორიც უმაღლესი განათლების შემთხვევაში ბოლონიის პროცესია და რომელიც პროფესიულ განათლებას ფართო შესაძლებლობებს გაუხსნის.

ქეთევან ნატრიაშვილის განცხადებით, ეს იყო კონსტრუქციული და სასარგებლო შეხვედრა, საუბარი შეეხო უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გერმანულ მხარესთან, რაც პროფესიული სტუდენტებისა და პედაგოგების გაცვლას, ორმხრივი პროექტების ამოქმედებას გულისხმობს. თანამშრომლობის თემაზე მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება.

რაც შეეხება კონკრეტულად გერმანულ დუალური პროფესიული სწავლების  მოდელს, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს ამ მიდგომის დანერგვას, რადგან გერმანულენოვანი ქვეყნების გამოცდილებამ ცხადყო, რომ ამ ფორმით მიღებული პროფესიული განათლებახელს უწყობს სტაბილური სამუშაო  ადგილების  შექმნას, განათლების  ხარისხის  განვითარებას დაუწყვეტი განათლების პრინციპის განხორციელებას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მიესალმება გერმანული მხარის მიერ გამოთქმულ პროფესიული განათლების განვითარების  მხარდაჭერის ინიციატივას პროფესიული განათლების რეფორმირებისას გერმანული გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებასარა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ევროპულ  ბაზართან  დაახლოების კუთხითაც, რაც ევროკავშირთან ასოცირების  შეთანხმების  ერთ- ერთი პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე