ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცებისთვის 1400 წერილი გაიგზავნა

საქართველოს იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტი „წერილები ჯარისკაცებს“ გრძელდება. პროექტის მეოთხე ეტაპის დასკვნითი ღონისძიება თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 9 ჯარისკაცმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

საქართველოს მასშტაბით 26 საჯარო სკოლიდან შეგროვებული 1400  წერილი ავღანეთში, ქართველ ჯარისკაცებს გაეგზავნებათ. წერილების ავტორები მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები არიან. ყველაზე მეტი წერილი თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში შეგროვდა, შესაბამისად, დასკვნითი ღონისძიებაც ამ სკოლაში შედგა. 

„წერილი ჯარისკაცებს“ საქართველოს იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. მის ფარგლებში ქალაქ თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები წერილებს სწერენ ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს. პროექტის მიზანია, სამშობლოდან  შორს  მყოფი მებრძოლებისათვის  თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე