ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს საჯარო სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა. საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაიწყება და პირველ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება მომდევო ხუთი წლის განმავლობაში და დაგეგმილია დაახლოებით 100 სკოლის რეაბილიტაცია.

საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო პროგრამის მიზანია არსებული სასკოლო ინფრასტრუქტურის  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებას, რაც ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებასა და მოსწავლეების რაოდენობის 20 პროცენტამდე გაზრდას.

პროგრამა ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (Millennium Challenge Corporation - MCC) და საქართველოს მთავრობას შორის 2013 წლის 26 ივლისს ხელმოწერილი მეორე კომპაქტის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. მეორე კომპაქტის მთლიანი ბიუჯეტია 140 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 54 მილიონი აშშ დოლარი სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება.

აღნიშნული ეტაპისათვის დასრულებულია 2015 წელს სარეაბილიტაციოდ შერჩეული სკოლების საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციოდ განსაზღვრული სკოლების შერჩევა მოხდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ შემუშავებული და საქართველოს მხარესთან შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით.  

პროგრამას ახორციელებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე