ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო კონფერენცია მსოფლიოში ცნობილი ექსპერტების მონაწილეობით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა თემაზე: “ინგლისური ენა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გლობალიზებულ მსოფლიოში”. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ATEFL-ის პრეზიდეტის პირადი პატრონაჟითა და  ბრიტანული  გამომცემლობების - მაკმილანი, პერსონ ლონგ მანი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, კომპანია „ინგლისური წიგნი საქართველო“  ორგანიზებით გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენციის მიზანი იყო წარმოეჩინა ინგლისური ენის როლი გლობალიზებულ მსოფლიოში ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებაში. კერძოდ, როგორ  აისახება ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყანაში ბიზნესის განვითარებაზე, ინგლისური ენის სწავლების დონის ამაღლება. განხილული იქნა მსოფლიოს გამოცდილება თუ, რა კავშირებია ახალგაზრდა თაობის ინგლისური ენის კომპეტენციის განვითარებას, მათ შემდგომ წარმატებასა  და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას შორის ევროინტეგრაციის პროცესებში.

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ საერთაშორისო დონის მომხსენებლები, მათ შორის ცნობილი მკვლევარი დევიდ გრედოლი, რომელიც არის მსოფლიოში ცნობილი და ყველაზე მოთხოვნადი ექსპერტი ინგლისური ენის სწავლების საკითხებში, მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის (IATEFL) პრეზიდენტი ქეროლ რიდი, ცნობილი სახელმძღვანელოების ავტორები დევიდ სპენსერი და ფილიპ კერი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე პაპუნა ჯანელიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

კონფერენციაზე განხილული იქნა ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე  მეთოდები, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს,  ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლოს ენობრივი ბარიერის გარეშე საკუთარი თავის რეალიზება.  

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე