ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლები ახალ სახელფასო პოლიტიკას გაეცნენ

მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება ეტაპობრივად, 2015-2017 წლების განმავლობაში დაიგეგმა. ამ თემაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საქართველოს საჯარო სკოლების 300-მდე პედაგოგს  ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრაზე მოწვეული პედაგოგები, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში,  ახალ სახელფასო პოლიტიკას გაეცნენ.

2015-2016 აკადემიურ წელს სკოლის პედაგოგის ხელფასის ზრდა განხორციელდება ორჯერ. 2015 წლის ზრდა გათვალისწინებულია ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“, ხოლო 2016-2017 წლებში ხელფასის ზრდა განხორციელდება მასწავლებლის პროფესიაში შესვლისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით.

პირველადი ზრდა განხორციელდება 2015 წლის სექტემბრიდან. საბაზო ხელფასი გაიზრდება 17%-ით.

სერტიფიცირებული მასწავლებლის ანაზღაურება, რომელიც მეორე კარიერულ საფეხურზე მოისაზრება, გაიზრდება საშუალოდ 31-34%-ით.

საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე შესაბამისად იქნება 760 და 860 ლარი.

2015-2016 აკადემიური წლის ხელფასის ზრდის მეორე ეტაპი განხორციელდება 2016 წლის აპრილიდან. საბაზო ხელფასი  ამჟამინდელ ხელფასთან მიმართებაში 34%-ით გაიზრდება.

მასწავლებელის ანაზღაურება, რომელიც მეორე კარიერულ საფეხურზე მოისაზრება, ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით სრული განაკვეთის შემთხვევაში გაიზრდება საშუალოდ 47%-ით.

საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე შესაბამისად გახდება 875 და 1085 ლარი.

2017 წლის იანვრიდან  განხორციელდება მასწავლებლის ხელფასის ზრდის მესამე ეტაპი.

მასწავლებლის ანაზღაურება, რომელიც მეორე კარიერულ საფეხურზე მოისაზრება, ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით სრულ განაკვეთის შემთხვევაში გაიზრდება საშუალოდ 88%-ით.

საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე შესაბამისად გახდება 1050 და 1250 ლარი.

მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიუახლოვდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ანაზღაურების მაჩვენებელს 2017 წლისათვის, როდესაც მასწავლებელთა ანაზღაურება, ამჟამინდელ საშუალო ანაზღაურებასთან შედარებით გაიზრდება და მიაღწევს საშუალოდ 800-1000 ლარს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე