ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ემორის უნივერსიტეტის პროფესორ ნათანიელ გოზანსკის შეხვდა. პროფესორი გოზანსკი არის 20-ზე მეტი ამერიკული უნივერსიტეტის სააკრედიტაციო კომისიის ექსპერტი, ამერიკის 10-მდე წამყვანი უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგი და  ამერიკის იურისტთა ასოციაციის უმაღლესი იურიდიული განათლების კომიტეტის მოქმედი წევრი.

პროფესორ გოზანსკის საქართველოში ვიზიტის მიზანია შესთავაზოს დაინტერესებულ მხარეებს ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დახმარება და თანამშრომლობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტროში შეხვედრა გაგრძელებაა იმ მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობებისა, რომელიც უკვე კარგად ჩამოყალიბდა ემორის უნივერსიტეტსა და საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებს შორის. უნივერსიტეტი ითვალისწინებს ქართული მხარის გრეძლევადიან ინტერესებს და უზრუნველყოფს შესაბამისად ადაპტირებულ პროგრამებზე საქართველოს მთავრობის საგრანტო ან სხვა პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს სამართლის სკოლაში სწავლებას.

აღსანიშნავია ნათანიელ გოზანსკის გამოცდილება პოსტ-საბჭოური უმაღლესი იურიდიული სასწავლო დაწესებულებების რეფორმირების საკითხებში. მან კარგად იცის ის თავისებურებები, რაც ახასიათებს რეფორმირების პროცესში მყოფ საუნივერსიტეტო სამართლის სკოლებს. მისი საქმიანობის ფოკუსი ემორის უნივერსიტეტში პირდაპირ კავშირშია ახალი კავშირებისა და ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გამოცდილების ფართო გაზიარებასთან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე