ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო კონკურსი „ვუმღერ სამშობლოს“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის მოსწავლეებისათვის  კონკურსს „ვუმღერ სამშობლოს“ აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს გუნდის/ჯგუფის სახით (წევრთა რაოდენობა და ასაკი შეზღუდული არ არის). კონკურსში მონაწილოების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სიმღერა (არსებული ან სპეციალურად აღნიშნული კონკურსისთვის შექმნილი), რომელიც შესაბამისობაში იქნება კონკურსის თემატიკასთან.

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლი სკოლამ  უნდა ატვირთოს ვებ-გვერდზე  youtube.com (ატვირთულ ვიდეორგოლს სათაურში უნდა მიეთითოს სკოლის დასახელება ქართულ ენაზე) ატვირთული  ვიდეორგოლის შესაბამისი ბმული სკოლის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უნდა გადმოიგზავნოს მისამართზე [email protected] და ელექტრონული ფოსტის „subject” ველში  მიეთითოს სკოლის დასახელება. მონაწილეების მიერ გამოგზავნილი ვიდეოები აიტვირთება კონკურსის ოფიციალურ Facebook  გვერდზე - „ვუმღერ სამშობლოს“ (https://www.facebook.com/vumgersamshoblos), სადაც შესაძლებელი იქნება ე.წ ,,მოწონების’’ (Like) საშუალებით ნებისმიერი პირისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა. ასევე, გამარჯვებულს შესაბამისი კომისია გამოავლენს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ შესაბამისი Facebook  გვერდი - „ვუმღერ სამშობლოს“ https://www.facebook.com/vumgersamshoblos

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე