ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ღვაწლმოსილ მეცნიერს საპატიო ჯილდო გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიას ეწვია, მეცნიერებს შეხვდა და შეხვედრის ბოლოს, ცნობილ მეცნიერს, აკადემიკოს ლავრენტი მანაგაძეს „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი“ გადასცა. მინისტრმა ბატონ ლავრენტის  მრავალწლიანი  ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის, მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა და ხანგრძლივი   სიცოცხლე და წარმატებები უსურვა.

ლავრენტი მანაგაძის ინიციატივით, საქართველოში კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში ორგანოთა გადანერგვისა და ჰემოდიალიზის ლაბორატორიები და თირკმლის გადანერგვის ცენტრი დაარსდა. 1976 წელს ლავრენტი მანაგაძის ხელმძღვანელობით, პირველად ჩვენს ქვეყანაში, თირკმლის გადანერგვის ოპერაციები განხორციელდა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება უროლოგიის ცენტრში.     

აკად. ლ. მანაგაძის სამეცნიერი სფერო მოიცავს რეკონსტრუქციულ-ქირურგიას უროლოგიაში, ონკოუროლოგიას, ენდოსკოპიურ, მათ შორის ლაპარასკოპიულ და პერკუტანულ ქირურგიას, შარდ-კენჭოვანი დაავადებების ყველა თანამედროვე მეთოდით მკურნალობას, ბავშვთა უროლოგიას, თირკმლის ტრასპლანტაციას. ლ. მანაგაძისა და მისი კოლეგების მიერ შემუშავებულმა ერთ-ერთმა მეთოდმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ცნობილია “Tiflis-Pouch” სახელწოდებით.

2004 წელს ლავრენტი მანაგაძეს  საქართველოს ტექნიკისა და მეცნიერების დარგის სახელმწიფო პრემია აქვს მინიჭებული. იგი ერთადერთი ქართველი უროლოგია, რომელიც გახდა ევროპის უროლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი. აღსანიშნავია აგრეთვე მისი სამეცნიერო თანამშრომლობა ქ. მანჰაიმის საუნივერსიტეტო კლინიკასთან,  ეგვიპტელ სპეციალისტებთან ( ქ. მანსურას საუნივერსიტეტო უროლოგიური კლინიკა) და სხვ.

აკად. ლ. მანაგაძეს გამოქვეყნებული აქვს 350 პუბლიკაცია, მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია. დიდია მეცნიერის დამსახურება ახალგაზრდა სპეციალისტთა აღზრდაშიც, მისი ხელმძღვანელობითა და კონსულტაციით,  დაცულია 12 საკანდიდატო და 10 სადოქტორო დისერტაცია.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე