ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლია გიგაურმა სამუშაო შეხვედრა დედოფლისწყაროში გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრის მოადგილე დედოფლისწყაროში ჩავიდა და რეგიონის 15 საჯარო სკოლის წარმომადგენლებს ზოგადი განათლების სიახლეები და მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის ახალი სქემა წარუდგინა. ახალი სახელფასო პოლიტიკა მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს  სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა  ლაშა საღინაძემ გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში, ლია გიგაურმა  და დავით საღინაძემ პედაგოგთა ყველა შეკითხვას უპასუხეს და ის პრობლემები მოინიშნეს, რაც რეგიონის რამდენიმე სკოლაში არსებობს და რომელთა გადაჭრაშიც სამინისტროს დახმარებაა აუცილებელი.

პედაგოგებთან შეხვედრა დედოფლისწაყაროს ერთ-ერთ წარმატებულ #1 საჯარო სკოლაში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ კახეთის გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელი პირები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე