ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი სასკოლო ჟურნალი და შეფასების ახალი სისტემა პედაგოგებმა განიხილეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პედაგოგებს შეხვდა. მისიტრმა მათ  სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სასკოლო ჟურნალის  პრეზენტაცია წარუდგინა და მოსწავლეთა შეფასების ახალი სისტემა გააცნო.

ახალი ნიმუშის სასკოლო ჟურნალი ორი სხავალასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვისაა (I-IV კლ. და V-XII კლ.) განკუთვნილი და იგი სექტემბიდან შევა სკოლებში. მომავალი ჟურნალი საწარმოებლად გაცილებით მარტივი, ინფორმაციულად დატვირთული და გაყალბებისაგან დაცული იქნება.

იცვლება მოსწავლეთა შეფასების სისტემაც, რომელიც მასწავლებლისთვის მარტივი, ბავშვისა და მშობლისთვის კი, გამჭვირვალე ხდება. აღარ იქნება პროცენტების გამოთვლის საჭიროება, ათბალიანი სისტემით შემოღებული იქნება 3 ნიშანი და სამივეს თანაბარი დატვირთვა ექნება. ცოდნა 3 კომპონენტით შეფასდება – საშინაო დავალებაში, საკლასო სამუშაოში და საკონტროლოში.  იქნება სემესტრული სწავლება ტრიმესრულის ნაცვლად და სხვ.

შეხვედრა სამუშაო ფორმატში წარიმართა, მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ ახალი ჟურნალის სამუშაო ვარიანტის განხილვის პროცესში, მათი  შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, შეიქმნება  ჯურნალის საბოლოო ვარიანტი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე