ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრი ჩატარდება

2014 წლის 18 - 21 დეკემბერს  თბილისში ჩატარდება WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრება ექვს პროფესიაში: შედუღება, ვებ-დიზაინი, სამზარეულო საქმე, სარესტორნო სერვისი, ფლორისტიკა და საპარიკმახერო საქმე.

WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველებს  24 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად შეავსონ განაცხადი და დარეგისტრირდნენ  WorldSkills Georgia -ს ოფიციალურ ვებგვერდზე www.worldskills.ge

3 დეკემბრიდან 5 დეკემბრის  ჩათვლით დარგის ექსპერტები შემოსული განაცხადებისა და მონაწილეობის მსურველ კანდიდატებთან პირადი გასუბრების საფუძველზე შეარჩევენ WorldSkills Georgia -ს  რიგით მეორე ეროვნული  შეჯიბრების მონაწილეებს.

თითოეულ პროფესიაში არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე შეირჩევა მაქსიმუმ 8 მონაწილე. გამონაკლისია ვებდიზაინი - შეირჩევა მაქსიმუმ 18, რადგან ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ერთდროულად შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღოს 18 მონაწილემ.

WorldSkills Georgia 2014 - ეროვნულ  შეჯიბრებაში  გამარჯვებული ექვსი  ახალგაზრდა, (თითოეულ პროფესიაში  სამი საპრიზო კატეგორიიდან პირველ ადგილებზე  გასულები) მონაწილეობას მიიღებენ WorldSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც გაიმართება 2015 წლის აგვისტოში ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში.

WorldSkills Georgia არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. პროექტი - WorldSkills Georgia - 2012 წელს დაიწყო და განხორციელდა/ხორციელდება გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერითა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით.

2012 წლიდან  WorldSkills Georgia, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით არის WorldSkills International-ის ასოცირებული წევრი. ეწვიეთ ვებგვერდს www.worlskills.org, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციის 60-წლიან ისტორიას.

2013 წლის 16-17 თებერვალს WorldSkills Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა პირველი ეროვნული შეჯიბრება სამ პროფესიაში - სამზარეულო საქმე, ვებდიზაინი, შედუღება.  გამარჯვებულებმა მონაწილეობა მიიღეს WorldSkills-ის რიგით 42-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც გაიმართა 2013 წლის ივლისში გერმანიის ქალაქ ლაიფციგში.

საქართველოს გუნდმა შეძლო ვებდიზაინში ჯილდოს მოპოვება. ქართველი მონაწილე საუკეთესოთა ათეულში მოხვდა და დაჯილდოვდა წარმატების მედლით - MEDALION OF EXCELLENCE და მედლით - BEST OF NATION. ეწვიეთ WorldSkills Georgia-ს ოფიციალურ ვებგვერდს www.worldskills.ge 

Worldskills Georgia 2014 ეროვნული შეჯიბრის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს რადიო აფხაზეთის ხმა და ტელეკომპანია რუსთავი 2 - „დილა მშვიდობისა საქართველო“.

მხარდამჭერები: სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“ და „ნატალი აკადემია“, წყლის და გაზის ტექნოლოგიების კომპანია-GEOTURAN, “გარდენია”, ITDC, TK group და საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე