ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძე აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტს ქამრან ხანს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტს ქამრან ხანს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კორპორაციის ვიცეპრეზიდენტის მოადგილე სინდი ჰუანგი და კომპაქტის მმართველი დირექტორი ჯონათან ბრუქსი.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში განხორციელებული აქტივობები და დაგეგმილი პროგრამები განიხილეს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო „სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტი და საქართველო 2020“ უმაღლესი განათლების პროგრამას, რომელსაც საქართველში აშშ-ს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს და მიზნად ისახავს ტექნოლოგიებისა და საინჟინრო სპეციალობებზე საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტქნოლოგიების სპეციალობებისა და განათლების ხარისხის გაძლიერებას.

აღნიშნული უნიკალური პროგრამა საქართველოში პარტრნიორ უნივერსიტებში - თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნვიერსიტეტში ხორციელდება. 2015 წელს ჩარცხული სტუდენტები მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და საერთაშორისო სტანდარტის ამერიკული დიპლომებს.  პროგრამის განსახორციელებლად, კომპაქტის ფარგლებში, მოხდება 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება.

საქართველოს დელეგაციის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის მიზანია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების შემდგომი განვითარების განხილვა, სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტის პროგრამების ადგილზე გაცნობა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე