“თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010”

საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ “თბილისის სტუდენტური
ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010-ის” I და II ადგილზე გასულ სტუდენტებს ნოუთბუქები გადასცა.
გამარჯვებული სტუდენტები კურსის დასრულების შემდგომ დასაქმდებიან ან სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში.
ოლიმპიადის სპონსორი თბილისის მერია იყო. ოლიმპიადა ჩაატარა ორგანიზაციამ “საქართველოს ეკონომისტთა ფორუმი”. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინსტრო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
დაჯილდოების ცერემონიალი ახალ სპორტულ ცენტრში გაიმართა, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა.


