ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ხარისხის მართვის ევროპული მოდელის ტერენინგი გაიმართა

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელის (EFQM Excelence Model) დანერგვის მიზნით, რიგით მეორე ტრენინგი „გზა სრულყოფისკენ“ გაიმართა.

EFQM-ის მოდელი ეფუძნება ევროპულ ფასეულობებს, რომლის მიზანია დაეხმაროს საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობა EFQM-ის მოდელის გამოყენებით.

ხარისხის მენეჯმენტის/მართვის ევროპული ფონდი წარმოადგენს არამომგებიან/არაკომერციულ, წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც 1988 წელს ქალაქ ბრიუსელში დაარსდა. ფონდში გაწევრიანებულია 50 სხვადასხვა სექტორში მომუშავე 30 000-ზე მეტი ევროპული ორგანიზაცია და წარმატებით იყენებენ მოცემულ მოდელს საკუთარ საქმიანობაში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ფარგლებში მონაწილე საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე