ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”სკოლბურთის” ფინალისტები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური მოსწავლეთა  საფეხბურთო ტურნირის - ”სკოლბურთი”  ფინალისტებს შეხვდნენ და ორი გამორჩეული ბომბარდირი  - ზუგდიდის №4 საჯარო სკოლის გუნდიდან დიმიტრი თუთბერიძე და გიორგი ქობულაძე ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის გუნდიდან პორტატული კომპიუტერებითა და წიგნებით დააჯილდოვა. სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს ორივე გუნდის დანარჩენმა წევრებმაც.

მოსწავლეთა  საფეხბურთო ტურნირი - ”სკოლბურთი”   საქართველოს მასშტაბით უკვე  მეოთხე წელია ტარდება. წელს  ”სკოლბურთი”  7 მაისს დაიწყო და 26 ივნისს ტრადიციულად ბათუმში დასრულდა. ტურნირში საქართველოს მასშტაბით 73 რაიონის 1300 სკოლა და 13 000-მდე მოსწავლე იყო ჩართული. შესარჩევი ტურნირები 3 ეტაპად გაიმართა. მესამე დასკვნით ეტაპზე  16 გუნდმა (თბილისის 5 და რეგიონების თითო) მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს ზუგდიდის №4 და ბოლნისის პირველი საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ.  გამარჯვება ზუგდიდელებმა უკვე მეორედ მოიპოვეს ანგარიშით 3-0. გამარჯვებული გუნდი თურქეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალზე  გაემგზავრება.

“სკოლბურთის” მიზანი ფეხბურთის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაა. მისი ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს სპორტის სამინისტრო და ”საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია”.

2009 წელს საქართველოს ჩემპიონმა წალენჯიხის რ-ნის სოფელ ლიას საჯარო სკოლის გუნდმა თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნეზე I ადგილი დაიკავა,   2008 წელსIII ადგილი დაიკავა,   აბროლაურის №1 საჯარო სკოლის გუნდმა თურქეთის საერთაშორისო ტურნეზე 2007 წელს ესპანეთში, ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის ფეხბურთის გუნდმა ”კოსტა ბრავას თასის” სახელობის ევროტურნირზე  II ადგილი მოიპოვა, ფეხბურთელი ცოტნე სამუშია კი ტურნირის ბომბარდირად აღიარეს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე