ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში პირველად „ტრენერთა სკოლა“ ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „ტრენერთა სკოლა“ იწყებს ფუნქციონირებას. პროექტი 2015 წლის იანვრიდან ამოქმედდება და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს სრულფასოვანი კურსი გაიაროს და გარკვეული მიმართულების პროფესიონალ ტრენერად ჩამოყალიბდეს.

„ტრენერთა სკოლის“ პროგრამის ფარგლებში, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანი იყო ეფექტური ტრენინგის სტანდარტის გაცნობა, წარმატებული გამოცდილების გაზიარება და დამკვიდრება. კონფერენციას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის, აშშ საელჩოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია  შემდეგ თემატიკას მოიცავდა: 

  • ზრდასრულთა სწავლების სპეციფიკა;
  • ტრენერის უნიკალური სტილი, თვითბრენდინგი;
  • რთული შინაარსის მარტივად გადაცემა;
  • ემოციური ინტელექტი;
  • კვლევის როლი ტრენინგის პროცესში;
  • მოდულის მომზადება მაგალითზე დაფუძნებით.

„ტრენერთა სკოლა“ არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა, რომელიც  შესაძლებლობას  აძლევს დაინტერესებულ პირებს  ისწავლონ ტრენინგის დაგეგმისა და განხორციელებისთვის აუცილებელი უნარები, შეაფასონ არებული უნარ-ჩვევები და დაგეგმონ ინდივიდუალური სწავლების/განვითარების გზები და ასევე, კოლეგებისა და მენტორების გამოცდილების გაიზიარებით დახვეწონ არსებული უნარ-ჩვევები.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე